ხულოში მანქანა ხევში გადავარდა – გარდაიცვალა მძღოლი

ხულოში მანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ის მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.