ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა – დაღუპულია ერთი პირი

ხულოში, სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 60 წლამდე კაცი, ერთი პირი კი მძიმედაა დაშავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.