ხუნდაძე: საფლავზე ავტეხოთ ღვინის სმა? უფრო მეტ საფლავზე ვიქნებით მისასვლელი

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ თუ საფლავზე “ღვინის სმა ატყდებოდა”, უფრო მეტ საფლავზე იქნებოდნენ მისასვლელი, რის გამოც საფლავზე გასვლა შეიზღუდა.

“რამდენიმე დღეში დგება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, საპატრიარქოსთან კონსულტაციებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საფლავებზე გასვლა შევზღუდოთ. პარტიული ტელევიზიები მაშინვე წამოდგნენ ფეხზე და ტირაჟირებენ, თითქოს საშინელება ვაკეთებთ და პანდემიას მხოლოდ საფლავზე გასვლის აკრძალვით ვებრძვით.

მთელი მსოფლიო პანდემიას პირბადის მოხმარებით, ფიზიკური დისტანციით, შეზღუდვებითა და ვაქცინაციით ებრძვის. აბა, რას გვთავაზობთ, რა ვქნათ? გავხსნათ რესტორნები, საფლავზე ავტეხოთ ღვინის სმა, მოვაწყოთ აქციები, გამოვაცხადოთ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, ვლანძღოთ ექიმები, გავაბითუროთ ვაქცინა და ამით დადგება უკეთესი შედეგი? არა, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ საფლავზე ვიქნებით მისასვლელი”,- თქვა ხუნდაძემ.