ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები, 88 წლის დათა ვანიშვილს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. მას ფილტვების ანთება აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს გაუარესდა და, ბოლო ინფორმაციით, დათა პაპას ორივე ფილტვის ანთება აქვს. ოჯახი კი, დახმარებას უშედეგოდ ითხოვს. ოჯახს არც მედიკამენტები და საკვები პროდუქტები აქვთ, პენსია კი, რამდენიმე თვეა არ აუღიათ.საოკუპაციო რეჟიმი ლოგინს მიჯაჭვულს ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევს. შვილიშვილს დათასთან მისვლის შემთხვევაში კი ცხინვალის ციხით ემუქრებიან.
“უნდა შევიდეს “წითელი ჯვარი”, გამოიყვანოს დათა პაპა და მოათავსონ კლინიკაში. კაცს მკურნალობა სჭირდება, კაცი, რომელიც არ ჩაბარდა ცხინვალს და დგას მავთულხლართთან და არ უნდა, რომ იქით წავიდეს ცხინვალის დახმარება მიიღოს. ჩვენ ხომ უნდა დავეხმაროთ? თუნდაც, თქვას ცხინვალი უნდა დამეხმაროსო. ჩვენც ხომ უნდა დავეხმაროთ?!”, – ამბობს ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი, ლუდა სარია.