პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია რიონის ხეობის მცველებს “გაებუტა”, რადგან ისინი გამართულ აქციაზე არ მიუშვეს.
“ნამახვანში ხდება ამხელა უბედურება, ერთხელ ოპოზიცია არ მიიღეს მიტინგზე, გაებუტნენ ამ ხალხს, ბუტბუტებენ ახლა თავისთვის “ენერგოდამოუკიდებლობა”, “ინვესტორი ხომ გვინდა”, თან თემა არ იციან და ამ არაკომპეტენტური არგუმენტებით არიან შეფუთული. გაბრაზდნენ ვარლამ გოლეთიანზე, რომ იმან მიტინგზე არ დაუშვა პოლიტიკოსების მისვლა. ეს ნორმალური დამოკიდებულებაა?”,– ამბობს ხუხაშვილი TV კავკასიის ეთერში.
მისივე განცხადებით, ოპოზიციამ საკუთარ თავშიც უნდა დაინახოს პრობლემა.
“შე კაი ადამიანო, თუ შენივე ხალხთან მისასვლელ გზას ვერ პოულობ, ვინ უნდა მოგცეს ძალიან მაინტერესებს ხმა. აბა, დათვალონ, ოპოზიციას რამდენი უჭერს მხარს და გოლეთიანს რამდენი უჭერს. [გოლეთიანს] ცოტა მეტი ხომ არ უჭერს? რატომ ხდება ასე? საკუთარ თავშიც დაინახონ პრობლემა, ხელისუფლებისკენ რომ იშვერენ ხელს, ობიექტურად, კიბატონო, ბევრ რამეში ვეთანხმები. რიგგარეშე არჩევნებზე ამ ხალხმა არ უნდა მისცეს ხმა? რატომ მისცემს? მე არ მივცემ”,– აღნიშნა გია ხუხაშვილმა.