ჯაზის ლეგენდა ჩიკ კორეა გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი და კომპოზიტორი, ჩიკ კორეა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯაზის ლეგენდა სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა. ექიმებმა მას სიმსივნის იშვიათი ფორმა დაუდგინეს.

გრემის ჯილდოზე თითქმის 60-ჯერ იყო წარდგენილი და 23-ჯერ ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. გენიოსმა მუსიკოსმა მსოფლიოს მუსიკალური სამყარო რადიკალურად შეცვალა. ის გასული საუკუნის 60-იან წლებში ლეგენდარული მაილს დევისის ბენდის წევრი იყო და ელექტრონული ჯაზ ფიუჟენის მოძრაობის შექმნაში მონაწილეობდა.

ჩიკ კორეა ჯაზფესტივალის ფარგლებში, 2006 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა.