ჯაკო ჩარკვიანს და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სპარის თანამშრომელზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო ჩარკვიანი და კიდევ 4 ადამიანი პატიმრობაში დატოვა.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის გარდა, პროკურატურა ჩარკვიანს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასაც ედავება.

ცნობისთვის, მაღაზია სპარის თანამშრომლის ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე ბრალდება ჯამში 6 ადამიანს აქვს წარდგენილი.

დღეს, 7 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იგივე საქმეზე ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ “ოცნების” აქტიურ მხარდამჭერს მანჩო გიორგობიანსაც.