ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს”. – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.