ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული წესები, რომელთა დაცვაც ბიზნესებს და ორგანიზაციების ამუშავების შემთხვევაში მოუწევთ

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორნავირუსის (COVID- 1 9 )თავიდან აცილების მიზნით სამუშაო ადგილებზე რეკომენდაციები და წესები დაამტკიცა. სწორედ ამ წესების დაცვით მოუწევთ ამუშავება სხვადასხვა ბიზნესებს და ორგანიზაციებს. მინისტრის ბრძანებას თან ერთვის სხვადასხვა საქმიანობისთვის განკუთვნილი კონკრეტული რეკომენდაციები, თუმცა არსებობს ზოგადი  რეკომენდაციები , რომლებიც ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორს მიესადაგება. ზოგად რეკომენდაციებში რისკის მიხედვით საქმიანობა სამ კატეგორიად არის დაყოფილი: მაღალ, საშუალო და დაბალი რისკის მქონე სამუშაო ადგილები. მათთვის მოთხოვნები განსხვავებულია, თუმცა ზოგადი მოთხოვნები ყველა ტიპის  ეკონომიკური საქმიანობისთვის ასეთია:

ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის შემუშავება:

დამსაქმებლებს, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ სპეციალური ზომები, უნდა შეიმუშაონ ინფექციური
დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა (საგანგებო სიტუაციების გეგმა), რომელიც
COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების წარმართვაში დაეხმარება მათ. მნიშვნელოვანია გამოყენებულიქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმძღვანელო მითითებები და განისაზღვროს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი რეკომენდაციების შესრულება.
გეგმებში გათვალისწინებული და განხილული უნდა იქნას სხვადასხვა სამუშაო ადგილებთან და
დავალებებთან დაკავშირებული რისკის დონე (დონეები), რომელთა შესრულებაც უწევთ
თანამშრომლებს. გასათვალისწინებელი საკითხები შეიძლება მოიცავდეს: სად, როგორ და COVID-19-ით ინფიცირების რა წყაროების მიმართ შეიძლება აღმოჩნდნენ თანამშრომლები დაუცველნი, მათ შორის:საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მომხმარებლებთან ურთიერთობისას და ა.შ.
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თანამშრომლების ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები (მაგ:
საპენსიო ასაკი, ქრონიკული დაავადების არსებობა და ა.შ). ასეთი პირების არსებობის შემთხვევაში, კომპანიის მენეჯმენტმა უნდა მიმართოს კონტროლის დამატებით ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა ამ რისკების შესამცირებლად.
პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:
 მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
 ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ
პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი
წესით);
 აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა,
ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
 მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა
დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე
პირები.

ინფექციის პრევენციის ძირითადი ღონისძიებების განხორციელებისთვის მზადება:
ყველა დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს ჰიგიენის და ინფექციის კონტროლის სათანადო
პრაქტიკის განხორციელება, მათ შორის:
– ხელების ხშირი და გულდასმით დაბანის ხელშეწყობა;
– ხელის დასაბანი ადგილის გამოყოფა თანამშრომლებისა და მესამე პირებისთვის;
– ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას სულ მცირე 70 %
ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე;
– თანამშრომელთა წახალისება, დარჩნენ სახლში ავად ყოფნის შემთხვევაში;

– რესპირატორული ეტიკეტის დაცვის წახალისება, მათ შორის ხველის დაცემინების დროს
ცხვირის და პირის დაფარვა;

– ერთჯერადი ხელსახოცებისა და ნაგვის ყუთების უზრუნველყოფა მომხმარებლებისა და
საზოგადოებისთვის;

დამსაქმებლებმა უნდა შეიმუშაონ იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და
პროცედურები, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები და/ან სიმპტომები გააჩნიათ და ტრენინგები უნდა ჩაუტარონ თანამშრომლებს მათ განხორციელებაში.

დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ სამუშაო ადგილზე მოქნილი სამუშაო რეჟიმის შემუშავება და განხორციელება, მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ავადმყოფობის გამო შვებულების პოლიტიკის მოქნილობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მითითებებთან მისი შესაბამისობა.

ობიექტზე არსებულ კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაავადებული თანამშრომლების სახლში დარჩენა და მათთვის წამახალისებელი, პოლიტიკის, შვებულების აღების, როტაციული გრაფიკის ან/და დისტანციურად შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ღონისძიებების განხორციელება.

დამსაქმებლებმა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეიმუშავონ მოქნილი პოლიტიკა, რომელიც
თანამშრომლებს საშუალებას მისცემს დარჩნენ სახლში და იზრუნონ ოჯახის წევრებზე.
კონტროლის ღონისძიებების იერარქია კომპანიებმა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების კონტროლის უზრუნველყოფისთვის უნდა იხელმძღვანელონ „კონტროლის ღონისძიებების იერარქიით“.

კონტროლის საუკეთესო გზაა საფრთხის სისტემატურად აღმოფხვრა სამუშაო ადგილიდან. უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად, დამსაქმებელმა პირველ რიგში უნდა მიმართოს საინჟინრო კონტროლის ღონისძიებებს (მაგ. – დამცავი ბარიერები და ა.შ), ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებები (ინსტრუქციები, ტრენინგი, სადეზინფექციო საშუალებების უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შემუშავება), და ბოლოს უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება
(პირბადეები, სათვალეები, ხელთათმანები, კომბინიზონი). კონტროლის ღონისძიების თითოეულ დონეს ახასიათებს უპირატესობები და ნაკლოვანებები მათი განხორციელების სიმარტივის, ეფექტურობის და ხარჯების გათვალისწინებით. უმეტეს შემთხვევებში საჭიროა კონტროლის ღონისძიებების კომბინაციის გამოყენება თანამშრომლების COVID-19 ვირუსის ზეგავლენისაგან დასაცავად.

რისკის კონტროლის შესაბამისი იერარქიის არჩევისას, არსებული სამუშაო გარემოს სპეციფიკისა და თავისებურებებიდან გამომდინარე დამსაქმებელმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს კონტროლის იერარქიის პირველ საფეხურს (საფრთხის აღმოფხვრა), ხოლო დასაბუთებული ტექნოლოგიური მიზეზების გამო, თუ ვერ ხერხდება კონტროლის იერარქიის სრული დაცვა, იხელმძღვანელოს დაღმავალი მიმართულებით უპირატესი საკონტროლო ღონისძიებიდან ბოლო საფეხურამდე.

საკონტროლო ღონისძიებები სამუშაო პოლიტიკის ან პროცედურების ცვლილებებს წარმოადგენს,
რათა შემცირდეს საფრთხე. COVID-19-თან დაკავშირებით საკონტროლო ღონისძიებების მაგალითები მოიცავს:
 მოწოდებას დაავადებული თანამშრომლების მიმართ, რომ სახლში დარჩნენ.
 თანამშრომლებს, კლიენტებსა და მომხმარებლებს შორის კონტაქტის მინიმუმამდე შემცირება
დისტანციური მუშაობის შემოღების გზით.
 ალტერნატიული დღეების ან ცვლებში მუშაობის შემოღებას, რათა შემცირდეს
დაწესებულებაში/ობიექტზე ერთდროულად მყოფ თანამშრომელთა საერთო რაოდენობა, რაც მათ
საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ დისტანცია ერთმანეთისგან.
 თანამშრომლებისთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას და დატრენინგებას COVID-19-ის რისკების ფაქტორებისა და საკონტროლო ღონისძიებების შესახებ (მაგ. ხველების ეტიკეტი და პირადი დაცვის აღჭურვილობის მოვლა).
 თანამშრომლების დატრენინგებას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად
გამოყენებასა და შემდგომში მის შენახვა/მოცილებაზე.
 ტრენინგის მასალები ადვილად ააღქმადობას და მსმენელთათვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომობას.

მიუხედავად იმისა, რომ მიჩნეულია, რომ საინჟინრო და ადმინისტრაციული კონტროლის
ღონისძიებები უფრო ეფექტურია COVID-19-ის მიმართ ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირებისათვის, შესაძლოა ასევე საჭირო იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (იდს), გარკვეული ექსპოზიციის პრევენციის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ იდს-ების სწორად გამოყენებას გარკვეული სახის ექსპოზიციის პრევენცია შეუძლია, მან არ უნდა შეცვალოს პრევენციის სხვა სტრატეგიები.

ინდივიდუალური დაცვის საშუალებებია: ხელთათმანები, დამცავი სათვალეები, სახის დამცავი ფარები, სახის ნიღბები, და რესპირატორული დამცავი საშუალებები.
აუცილებელია, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ყველა ტიპი:
 შერჩეულ იქნას თანამშრომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად;
 სათანადოდ იყოს მორგებული სამუშაოს და დასაქმებულს (მაგ. რესპირატორები);
 გამოიყენებოდეს დადგენილი წესის შესაბამისად;
 რეგულარულად ხორციელდებოდეს მისი შემოწმება ვარგისიანობაზე, საჭიროების
შემთხვევაში გაეწიოს ტექნიკური მომსახურება და დაზიანების შემთხვევაში უნდა მოხდეს
მისი დროული გამოცვლა; დამსაქმებლები ვალდებული არიან თანამშრომლები უზრუნველყონ იდს-ებით, რომელიც საჭიროა მათი  უსაფრთხოებისათვის სამსახურეობრივი მოვალეობების განხორციელებისას.

რესპირატორთან დაკავშირებული საკითხების ტრენინგი უნდა მოიცავდეს შერჩევის, გამოყენების (მათ შორის მისი ტარების, მორგების), სათანადო განთავსების, ან დეზინფექციის, დაზიანებაზე შემოწმების საკითხებს