ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნული თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.
„გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ ავთანდილ თალაკაძემ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრის დირექტორის პოზიციის დატოვებასთნ დაკავშირებით განცხადება უკვე დაწერა“,-აცხადებენ უწყებაში.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსი და არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე.
მიზეზი ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება, მისი არასწორი მართვა და სისტემის სრული კოლაფისი გახდა – სწორედ თალაკვაძის უწყება არეგულირებს სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამართულად მუშაობას.