ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სისტემაში არსებული მთავარი პრობლემა წამლების საფასურია.
- წამლების საფასური – 46%;
- პანდემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოწვევები – 25%
- საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა კორონავირუსთან მიმართებაში – 16%
- ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა – 14%
- საავადმყოფოებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა – 13%
კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.