ჯანმოს ექსპერტები, რომლებსაც COVID-19-ის წარმოშობა უნდა შეესწავლათ, ჩინეთში არ შეუშვეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები, რომლებსაც COVID-19-ის წარმოშობა უნდა შეესწავლათ, ჩინეთში არ შეუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსის წარმოშობის კვლევა, ჯანმოს პეკინთან უკვე შეთანხმებული ჰქონდა. ჯანმოს 2  სპეციალისტი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს.

“მე დამარწმუნეს, რომ საერთაშორისო სპეციალისტების სწრაფი ჩასვლისთვის ჩინეთი ყველა შიდა პროცედურას გაამარტივებდა”, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს, რომ ჩინეთში 10 სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი დაუშვან, რათა მათ ვირუსის ნიმუშები აიღონ, დაადგინონ მისი წარმოშობა და გაარკვიონ როგორ გადაიცემა ის ცხოველისგან ადამიანზე.