ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ აფრთხილებს მსოფლიოს ქვეყნებს, რომ საკარანტინო ზომების მეტისმეტად სწრაფი გაუქმება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც კორონავირუსის შემთხვევები სტაბილურად მცირდება, შესაძლოა დაავადების კიდევ ერთი აფეთქების მიზეზი გახდეს.
მსოფლიო ჯერჯერობით პანდემიის პირველ ტალღაზეა – განაცხადა ბრიფინგზე ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა.
“ჩვენ კვლავ ვართ ფაზაში, როცა დაავადება აქტიურად ვრცელდება. უნდა გვესმოდეს: ის, რომ სადღაც ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს არ ნიშნავს, რომ ასე გაგრძელდება.“– ამბობს ის.
რაიანის განცხადებით რამდენიმე თვის შემდეგ შესაძლოა ახალი პიკის მომსწრენი გავხდეთ.
ბოლო კვირებში ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყო. იგივე ხდება აშშ–ს ზოოგიერთ შატატში. ესპანეთმა პირველი ივლისიდან ტურისტული სეზონის გახსნის შესახებ განაცხადა.