ჯანმრთელობას ვუსურვებ არჩილ ჩიქოვანს, იმედია, მალე დაუბრუნდება კამპანიას – კირთაძე

ენმ-ს ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე თავის ოპონენტს, არჩილ ჩიქოვანსა და მის ოჯახს ჯანმრთელობას უსურვებს. მისი თქმით, მნიშვნელოვნია მეორე ტურის წინ კონკურენტული საარჩევნო გარემო.

“ჯანმრთელობას ვუსურვებ არჩილ ჩიქოვანს და მის ოჯახს. იმედს ვიტოვებ, მალე დაუბრუნდება საარჩევნო კამპანიას, რადგან, ადამიანური თანაგრძნობის გარდა, მიმაჩნია, რომ მეორე ტურის წინ, კონკურენტული საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისთვის”,– წერს გიორგი კირთაძე.

ბათუმის მერობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან, არჩილ ჩიქოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ცნობისთვის, არჩილ ჩიქოვანმა თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ხმების 41.08% მიიღო, გიორგი კირთაძემ კი – 41.97%. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.