ოკუპანტების მიერ დაკავებული, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბუბუას ოჯახი ავრცელებს. მათი თქმით ირაკლი ბუბუას მანამდეც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა და ახლა კიდევ უფრო გაუარესდა. არასამთავრობოები საქართველოს მთავრობას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
“ირაკლი 8 თვეა უკვე პატიმრობაში იმყოფება, მას სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, რომ ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, მას აწუხებს კუთისა და თავის ძლიერი ტკივილები. ჟენევის კონფერენციაზე ვამყარებთ ოჯახი დიდ იმედებს, რომ ირაკლი გათავისუფლების თემა იქნება მკაცრად დაყენებული”,- ამბობს ნათესავი, თამარ ბებუა.
ირაკლი ბებუა გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დროშის დაწვის გამო დააკვეს.