შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.თ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 1985 წელს დაბადებული დ.ფ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რაც შეეხება ბრალდებულ ნ.გ.-ს, მან აღნიშნული დაპირისპირების დროს ფიზიკურად იძალადა 2010 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს რაც, 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.















