ჯანსაღ კონკურენციაში ჩვენი კანდიდატი მოიგებს, თუ ელენე მოიგებს ამას გამოავლენს ის ამომრჩეველი რომლიც მისცემს ხმას – ხაზარაძე ხოშტარიაზე

“ჯანსაღ კონკურენციაში ჩვენი კანდიდატი მოიგებს, თუ ელენე მოიგებს ამას გამოავლენს ის ამომრჩეველი, რომლიც ამას მისცემს ხმას”- ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ  ვაკეში “ლელოს”  კანდიდატის დაყენება ელენე ხოშტარიასთვისაც კარგიც არის.

“მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეს ჩვენი გადაწყვეტილება ელენესთვისაც კარგია იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის მოწინააღმდეგე არის მმართველი პარტიის კანდიდატი, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ ოპოზიცია მოიგებს და ჯანსაღ კონკურენციაში ჩვენი კანდიდატი მოიგებს, თუ ელენე მოიგებს ამას გამოავლენს ის ამომრჩეველი, რომლიც ამას მისცემს ხმას”, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის განცხადებით,  ამომრჩეველმა დასვა კითხვა, რატომ არ უნდა ჰყავდეს ვაკეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლელოს და პარტიამ ეს “ვერ ახსნა”. შესაბამისად, ლელომ ამ მაჟორიტარულ ოლქში კონკურენტი დაუყენა ელენე ხოშტარიას, რომელიც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია და მის მხარდაჭერაზე პარტიები შეთანხმდნენ.

“ვაკის ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოს გვითხრა, რომ ვერ გაიგეს მათ, ლელოს რატომ არ უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი ვაკეში. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს გავითვალისწინოთ, იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, ვეღარც ავხსენით ეს ყველაფერი ჩვენი ამომრჩევლის მიმართ, მით უმეტეს, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მოილაპარაკეს. თუ არ მოილაპარაკეს ეს მათი საქმეა”, – განაცხადა ლელოს თავმჯდომარემ.