ჯართი თუ დიდძალი რესურსი – რამდენი ტანკი დარჩა რუსეთს და რა მდგომარეობაშია მის ბაზებზე არსებული ტექნიკა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაანადგურეს და ხელში ჩაიგდეს რუსეთის არმიის 1400 ტანკი, რომელთაგან ნაწილი ეკიპაჟმა სრულიად გამართულ მდგომარეობაში მიატოვა, ახლა კი აქტიურად გამოიყენება უკრაინის არმიის მიერ. რომ წარმოვიდგინოთ განადგურებული საბრძოლო მანქანების რაოდენობა, უნდა გავითვალისწნოთ, რომ რუსულ სატანკო ბრიგადებში 93 ტანკია. პირობით ბატალიონ–ტაქტიკურ ჯგუფში კი 31.

24 თებერვლიდან დღემდე კი, რუსულმა არმიამ დაკარგა 2021 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით მწყობრში მყოფი საბრძოლო მანქანების 40%–ზე მეტი.

რა რაოდენობის გამართულ ტანკს ფლობდა რუსეთი უკრაინაში შეჭრამდე:

თავდაპირველი რაოდენობის შესაფასებლად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო პოტენციალის მონაცემთა ბაზა Military Balance, რომლის ავტორი სტრატეგიული კვლევების ავტორიტეტული ბრიტანული საერთაშორისო ინსტიტუტია.

2021 წლის მდგომარეობით ამ ბაზაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გამართულ მდგომარეობაში არსებული 3330 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკი ირიცხება. მათი დიდი ნაწილი – 2840 ცალი სახმელეთო ძალებში ირიცხებოდა, დანარჩენი კი საჰაერო–სადესანტო ძალებში, საზღვაო ფეხოსანთა და სანაპირო დაცვის ქვედანაყოფებში.

ასევე კარგად ჩანს, რომ ყველაზე მასობრივად რუსეთს შეიარაღებაში Т-72Б3 მოდელის ტანკები ქონდა, რომელიც Т-72Б–ს მოდერნიზებული ვარიანტია – აქვს ახალი ძრავა, სითბური ხედვის სამიზნე, ციფრული რადიოსადგური, განახლებული ცეცხლის მართვის სისტემა, ასევე ახალი დინამიური დაცვა.

მთლიანობაში, ტანკების რაოდენობა მოდელების მიხედვით ასე გამოიყურება:

Т-72 ძველი ვერსია –  650 ცალი

Т-72Б3: 1770 ცალი

Т-80 ძველი ვერსია – 360 ცალი.

Т-80БВМ: 190 ცალი

Т-90: 360 ცალი

 

უკრაინაში შეჭრამდე რუსული არმიის ბაზების საწყობებში არსებული ტანკების რაოდენობა:

Military Balance–ის მონაცემები ასევე შეიცავს ინფორმაციას რუსული ტანკების საორიენტაციო რაოდენობას საწყობებში. საქმე ეხება 10090 ცალ ტანს, რომელთაგან 7 ათასი Т-72 მოდელია,  ​​3 ათასი  – Т-80, ასევე  90 ერთეულამდე Т-90.

მონაცემთა ბაზაში არ არის ინფორმაცია მოძველებული ვერსიის ტანკების შესახებ, როგორიც არის Т-55  და Т-62, თუმცა ისინი უკვე მოხსნილია  ბაზების საწყობებიდან. ტანკების დაახლოებითი რაოდენობის შეფასება შესაძლებელია, თუ ამოვიღებთ 2014 წლის მონაცემთა ბაზას. ამ ბაზის მიხედვით რუსეთის საწყობებში შეიძლება კიდევ იყოს შენახული 2 800 ერთეული Т-55   და 2 500 ცალი Т-62. თუმცა, ცნობილია, რომ Т-62 აქტიურად გადაყავდათ სირიაში ასადის არმიისთვის.

ასევე, 2014 წლის ბაზაში ნახსენებია კონსერვაციაში არსებული 2000 ტანკი  – Т-64, სხვადასხვა ვერსია, რომელთა მოხსნა რუსეთმა შეიარაღებიდან 2010 წლის დასაწყისში დაიწყო. მაგრამ სწორედ Т-64–ს გზავნიდა რუსეთი ყველაზე აქტიურად დონბასში 2014 წელს.

ამგვარად, რუსეთის საწყობ ბაზებზე არსებული ტანკების რაოდენობა ჰიპოთეტურად 28500–ს შეადგენს და ამგვარად ნაწილდება:

Т-55:  2800

Т-62: 2500

Т-64: 2000

Т-72: 7000

Т-80: 3000

თუმცა, ასეთი რაოდენობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და შეიძლება რუსეთს მხოლოდ მითად გამოადგეს მისი უზარმაზარი მარაგების შესახებ. ნებისმიერი სამხედრო ტექნიკის შენახვა ძალიან რთული და ხარჯიანი პროცესია.წლობით გამოუყენებელი ტანკის საბრძოლო მგომარეობაში მოყვანა კი ბევრად რთულია,  ვიდრე ავტოფარეხში ათწლეულობით მდგარი ავტომობილის პირველივე დაქოქვაზე ამუშავება.

ასეთი ბაზების არსებული ფოტოები აჩვენებს, რომ ისინი ჯართის ჩაბარების პუნქტებს გავს და არა სამხედრო ტექნიკის ბაზებს. ის კი, რომ მათ ხშირად უღებენ ფოტოებს მსურველები, კარგად მეტყველებს ასეთი ობიექტების დაცულობასა და ფასეულობაზე, უფრო სწორად იმაზე, რომ არაფერი ფასეული აქ არ ინახება.

სწორედ ამიტომაც, თუნდაც შედარებით ფასეული მოდელები შენახვის ბაზებიდან, რომელთა აღდგენა თეორიულად შესაძლებელია, დიდ შრომას და დანახარჯებს მოითხოვს, ხელახალი კომპლექტაციისთვის. 28 500 ასეთი ტანკი კი, როგორც ექსპერტები ხუმრობენხოლმე, ერთადერთი რასაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს, ეკოლოგიაა.