“მე მგონია, რომ ეს იყო [ბადრი ჯაფარიძის] ძალიან უხეში და სერიოზული შეცდომა სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ რომ განაჩენი არის ახალი დამდგარი და ეს განაჩენი არის ძალიან მძიმე – საქმე ეხება თაღლითობის ბრალს, რომელიც დაადასტურა სასამართლომ. მეორე, არავითარი კავშირი არ აქვს არც რუსთავთან და არც გარდაბნის შესაბამის სოფლებთან ბადრი ჯაფარიძე, შესაბამისად, ეს არის შეცდომა, რითაც ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ვისარგებლებთ და ეს გახდება ჩვენი კანდიდატის დამაჯერებელი გამარჯვებისთვის დამატებითი საფუძველი”

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატზე, ბადრი ჯაფარიძეზე. ლელოს კანდიდატს შუალედურ არჩევნებზე ოპოზიციის ნაწილის, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა ექნება.