ჯაფარიძე: არავინ აპირებს, რომ ჯალათებს შეეხოთ ეს ამნისტია

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ რომ “ჯალათებსა” და 20 ივნისის ღამეს ბრძანებების გამცემებს ამნისტია არ შეეხებათ.

“არავინ არ აპირებს, რომ ჯალათებს შეეხოთ ეს ამნისტია, ან ბრძანების გამცემებს. მითუმეტეს, არც პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ეს იყო საერთო ატმოსფერო, რომელიც იყო ამ შეხვედრაზე, ესე იქნება პოზიციონირება ჩვენი მხრიდან”, – თქვა ჯაფარიძემ.

იმავეს ამბობენ სტრატეგია აღმაშენებლის და ლელოს ლიდერებიც. მათ გიორგი ვაშაძის პარტიის ოფისში დღეს შეხვედრა გამართეს და ამნისტიის შესახებ იმსჯელეს.