გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე მიდის იმ იმედით, რომ მედიატორები ახალ ტექსტს მიიტანენ, სადაც პოლიტპატიმრები და ხელახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზაც იქნება ნახსენები.
“იმედი მაქვს, რომ იქნება ახალი ტექსტი, არ იქნება იგივე ტექსტი რაც იყო ბოლო რაუნდზე, იმიტომ რომ იმ ტექსტთან დაკავშირებით პოზიციები ყველას დაფიქსირებული აქვს და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. რისი მოლოდინიც მაქვს არის ის რომ იქნება ახალი ტექსტი და მასში მოგვარებული იქნება პრობლემები 2 პუნქტთან – ეს არის პოლიტპატიმრები და ხელახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. მაგ იმედით მივდივარ”,– ამბობს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, თუ მოლაპარაკების მაგიდაზე იგივე დოკუმენტი დაიდება, რასაც ოპოზიციამ აქამდე მხარი არ დაუჭირა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.
ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ დღეს შეხვედრა ორჯერ იმიტომ გადაიდო, რომ მედიატორები ცდილობენ ქართულ ოცნებასთან ტექსტი შეათანხმონ.
ხელისუფლებასა და ოპოზიციის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დღეს, 19:00 საათზე დაიწყება. “მთავარი არხის” ინფორმაციით, შეხვედრას დისტანციურად ჩაერთვება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.