პარტია გირჩმა პრაიმერიზის პრინციპით საარჩევნო სია დააკომპლექტა. სიის პირველი ნომერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდა. სიის პირველი ათეული ასეთია:
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
- იაგო ხვიჩია;
- ვახტანგ მეგრელიშვილი;
- ალექსანდრე რაქვიაშვილი;
- ჰერმან საბო;
- ლევან ჯგერენაია;
- ამირან ტორონჯაძე;
- ვახტანგ ზენაიშვილი;
- ალექსანდრე თარხან-მოურავი;
- გიორგი ლომინაძე
სია გირჩის ამომრჩევლებმა გირჩის პორტალზე პარტიის ციფრული ვალუტის მეშვეობით შეადგინეს.
ცნობისთვის, გირჩმა საარჩევნო სია გუშინ დააკომპლექტა, თუმცა სერვერის პრობლემის გამო, როგორც პარტიამ განმარტა, სია საბოლოო ვარიანტს არ წამოადგენდა. ამიტომ გირჩის ამომრჩევლებმა სია დღეს ხელახლა დაასახელეს.
10–ეულში ვერ მოხვდა ვერცერთი ქალი პოლიტიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ გენდერული კვოტების მიხედვით, პარტიამ ყოველი მე–4 ქალი უნდა წარადგინოს. გირჩი კვოტების წინააღმდეგია, ამიტომ მოცემულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარტიაში არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, “აიღოს ეს სია და საკუთარი ხელით ჩაასწოროს და ვიღაცები ჩაამატოს, გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი”.