პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში არსებული პუნქტების განხორცელებას ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე გააკონტროლებენ. ის ასევე აცხადებს, რომ მონიტორინგის ჯგუფი კიდევ გაფართოვდება. მან ამის შესახებ, გადაცემა “კომენტარში” განაცხადა.
“შეიძლება ეს იყოს მეტი, ვიდრე ხუთი კაცი. ვიოლა ფონ კრამონმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ იყოს მუდმივად ორიენტირებული და ჩართული ამ პროცესში, რაც შეეხება ხელშეკრულების განხორციელებას. ბატონი კუბილიუსი, ქალბატონი რასა და ასევე სხვებიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპარლამენტისთვის და ევროკავშირისთვის, რომ ეს ხელშეკრულება სრულად განხორციელდეს. ამიტომ, მათი მხრიდან იქნება სრული ჩართულობა”, – ამბობს ჯაფარიძე.
“ლელოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გუშინ, 21 აპრილს წავიდნენ.