ბადრი ჯაფარიძის თქმით, მოლაპარაკებებისას პარტიაში ქალაქის ტელეფონით რეკავდნენ

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს პარტიების წარმომადგენლებს მობილურები არ შეატანინეს, თუმცა თავიანთ თანგუნდელებთან დაკავშირების საშუალება მაინც ჰქონდათ. მისი თქმით, ოთახში ქალაქის ტელეფონი იყო, რომლის გამოყენებაც  შეეძლოთ.

“თითოეულ პარტიას გვქონდა პოლიტიკურ პარტიის სხვა წარმომადგენლებთან დაკავშირების და მათთან წინადადების გაზიარების საშუალება. იმ ოთახში იყო ქალაქის (ე.წ. ხაზის) ტელეფონი. თუმცა ძალიან არ გაგვიჭირდა პოზიციის ჩამოყალიბება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ იქ იყო პუნქტები, რომლებიც იყო მისაღები და იყო პუნქტები, რომელიც მოითხოვდა დამატებით მსჯელობას”,– თქვა ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით გუშინ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. წარდგენილ დოკუმენტზე არცერთმა პარტიამ ხელი არ მოაწერა.