ჯაღმაიძის თქმით, “არამგონია” საპატრიარქომ პრეზიდენტს გვარამიას შეწყალება თხოვოს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არამგონია, საპატრიარქომ პრეზიდენტს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყლების თხოვნით მიმართოს.

მისი თქმით, ამის მიზეზი ნიკა გვარამიას მხრიდან საპატრიარქოს “ლანძღვაა”.

“არამგონია [მივმართოთ], რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, რაღაც ლოგიკაში არ ჯდება”,– ასე უპასუხა ჯაღმაიძემ ჟურნალისტების კითხვას.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას სასამართლომ გუშინ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.