ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

51 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი ოსკაროსან მსახიობს და რეჟისორს, ბენ აფლეკს გაყვა ცოლად. ამის შესახებ ტაბლოიდები ინსაიდერულ ინფორმაციაზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით წერენ.

წყვილი საიდუმლოდ  ლას–ვეგასში დაქორწინდა იმის გათვალისწინებით, რომ 18 წლის მანძილზე სწორედ საჯაროობა და პრესის დაჟინებული ყურადღება უშლიდა ხელს მათ ურთიერთობას.

მედიის ინფორმაცით 16 ივლისს წყვილმა მიიღო ქორწინების მოწმობა ნევადის შტატის კლარკის ოლქში. ქორწინების მოწმობაში მითითებულია ვარსკვლავების სრული სახელი და გვარი : ბენჯამინ გეზა აფლეკი და ჯენიფერ ლინ ლოპესი.

თავად წყვილი ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

პირველად ლოპესი და აფლეკი 2002 წელს დაინიშნნენ, თუმცა პრაქტიკულად ქორწილის წინ დაშორდნენ ერთმანეთს.  მთავარი მიზეზი მათი წყვილის მიმართ პრესის მომეტებული ყურადღება გახდა. მომღერალმა ეს დაშორება ძალიან მძიმედ გადაიტანა.ამ წყვილს მაშინ ბენიფერს უწოდებდნენ.

“ჩვენ ვგრძნობდით, რომ ეს ბედნიერი და წმინდა დღე შეიძლებოდა გაეფუჭებინათ ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის“– ამბობდნენ ისინი.

შემდეგი 17 წლის განმავლობაში ორივემ მოასწრო სხვა ადამიანებთან ოჯახის შექმნა, შვილის ყოლა და განქორწინება. ბენმა ცოლად მოიყვანა ჯენიფერ გარნერი, რომელთანაც 3 შვილი ყავს, ლოპესი კი მარკ ენტონიზე გათხოვდა და ტყუპები გააჩინა. თუმცა ქმარს დაშორდა. შემდეგ 4 წლიანი ურთიერთობა ჰქონდა ბეისბოლისტ ალექს როდრიგესთან. წყვილი დანიშნულიც კი იყო, თუმცა ჯენიფერმა საქმრო მიატოვა, როცა მისი ფლირტის შესახებ გაიგო რეალითი შოუს ვარსკვლავთან.

ამის შემდეგ მალევე ჯენიფერისა და ბენის ურთიერთობები აღდგა. მათი ხელახალი დაწყვილება 2021 წლის მსოფლიო შოუბიზნესში ყველაზე ხმაურიანი ამბავი გახდა. ერთად ყოფნა წყვილმა ზაფხულშში, ჯენიფერ ლოპესის დაბადების დღეზე დაადასტურა. მაშინ ბენმა შეყვარებულს დაუვიწყარი გასეირნება მოუწყო მდიდრულ იახტაზე, რომელიც ჭორების მიხედვით რინატ ახმეტოვს ეკუთვნოდა.