“არც ხუნდაძეშია საქმე და არც ღარიბაშვილში.
ბიძინამ გამოგვიცხადა, არც არაფერია ეგ კანდიდატობაო, არც არაფერს შევასრულებო. იანუკოვიჩად იფორმებს ბოლომდე თავს. ჩემთვის ეს მოულოდნელი არა არის, არაერთხელ ვცადე ამეხსნა, რომ ეს მთავრობა არის ღალატის მთავრობა. იმათიც მესმის საზოგადოებაში, ვისაც დრო სჭირდება, ბინძური პროპაგანდის პირობებში, ამის აღსაქმელად.
გამოვიდა დღეს და თქვა ღიად, არ იქნება კანდიდატობა და ნუ იქნებაო.
ეხლა ჯერი ჩვენზეა:
1. მოვრჩეთ ილუზიებს, რომ ეს მთავრობა რამეს თავისი ნებით შეასრულებს, რამე რეზოლუციას მიიღებს ან რამე შეთანხმებას დაუბრუნდება. გაგვცეს პასუხი და ნუ ვიტყუებთ თავს.
2. მივიყვანოთ ბოლომდე სანქციების საკითხი. პასუხისმგებელი იქნება ყველა ფორმალური თუ არაფორმალური პირი, ვინც ახლავე არ გამოეცლება რეჟიმს.
3. 20-ში 20:00 საათზე ვიყოთ ძალიან ბევრნი.
4. გარე და შიდა ზეწოლით მივაღწიოთ სამართლიან არჩევნებს. აქ კანონებს არ ვგულისხმობ, ყველა კანონს არღვევენ. წნეხის ქვეშ, იძულებით არჩევნებს.
P.s. პრეზიდენტის მანევრის სივრცე აღარ არის, ან იქით ან აქეთ. ან იწყალებს ან მიყვება რუსეთის ნავში.”

ამის შესახებ, პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.