ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით სიკვდილიანობის შემცირება მოსალოდნელი არ არის.

“ამ დაავადებას ბუნებრივად ახასიათებს მაღალი სიკვდილობა და ჩვენს შემთხვევაში ეს არის 1.3%, როდესაც გამოსავალი არის არაკეთილსაიმედო. ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება, პროპორციულად მოსალოდნელია 1.3%-ის გარდაცვალება, რისი მოლოდინიც უნდა გვქონდეს, მედიცინამ ამის იქით გამოსავალი ვერ მოძებნა, რომ სიკვდილობა შემცირდეს“, – ამბობს გაბუნია.

მისივე განმარტებით, თუ პაციენტის მკურნალობა დაყოვნებულია, მძიმეა, ან ის იმყოფება ხანგრძლივ ჰოსპიტალურ მკურნალობაზე, გამოსავალი ხშირად არაკეთილსაიმედოა.