დღეს, 5 დეკემბერს დილით, რუსეთში რიაზანში მდებარე აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. მომხდარზე უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ “მათ ჯერ არაფერი დაუწყიათ”.
”მნიშვნელობა არ აქვს, მტერს რა და როგორ უნდა, ჩვენ ჯერ არაფერი დაგვიწყია. დაფიქრდნენ როგორ და ვინ გააკეთა ეს, როგორ მოხდა “იპოვეთ დამნაშავეები. შესაძლოა ამას გარკვეული დრო დასჭირდეს. ეს საგანგაშო სიგნალია მათთვის. [..]- განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა FreeDOM არხის ეთერში.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა 9 ადამიანი, რომელთაგან 3 მოგვიანებით გარდაიცვალა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზიანდა ერთი თვითმფრინავიც.რუსულ მედიაში აფეთქების გამომწვევ მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ აეროდრომზე საწვავის ავზი აფეთქდა.
ტელეგრამ-არხი BAZA-ს ინფორმაციით, რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე აეროდრომს თავს დაესხა უპილოტო საფრენი აპარატი, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.