ჯერ მეუღლის დაყენება კანდიდატად, ახლა დედის დაყენება, რაღაც მანია აქვს – ვოლსკი სააკაშვილზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მანიით არის შეპყრობილი.

“ან მეუღლის დაყენება ჯერ კანდიდატად, ახლა დედის დაყენება კანდიდატად, რაღაცა მანია აქვს ამ ადამიანს. შეპყრობილია ეს ადამიანი. გაიგეთ უკვე ყველამ და იქნებ მისმა მომხრეებმა მაინც უთხრან, რომ არ შეიძლება ასე ბურთაობა ქვეყნის ინტერესებით”,- თქვა ვოლსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ოცნების დეპუტატის თქმით, სააკაშვილი ქართველ ერს “უგვანო სიტყვებით აგინებს”:

“თურმე მან შექმნა ქართველი ერი, მან მოიტანა საქართველოშ კულტურა, და ამავე დროს უკიდურესად, უგვანო სიტყვებით აგინებს ქართველ ერს, ხალხს და კიდევ კარგი ის საუბარი გამოქვეყნდა, სადაც ეს დავინახეთ”.

ცნობისთვის, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელოს.