„ჯერ საფლავი გაათხრევინეს და მერე დახვრიტეს“– ვაგნერელები CNN-ს უყვებიან როგორ იბრძოდნენ უკრაინაში და როგორ სჯიდა ხელმძღვანელობა ურჩებს

ამერიკული ტელეარხის, CNN–ის ჟურნალისტები რომ მისი ჟურნალისტები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ორ ყოფილ მებრძოლს ესაუბრნენ, რომლებიც ადრე  რუსულ კოლონიებში იხდიდნენ სასჯელს (ერთ მათგანს მიუსაჯეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განზრახ მკვლელობისთვის), სადაც ისინი ვაგნერელებმა აიყვანეს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის.

ტელეკომპანია თანამოსაუბრეების ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა აკონკრეტებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ისინი გასული წლის ბოლოს დაატყვევეს.

“ჩვენ 90 კაცი ვიყავით. სამოცი ადამიანი დაიღუპა პირველი შეტევის დროს ნაღმმტყორცნებით დაბომბვისას. რამდენიმე ადამიანი დაშავდა”, – იხსენებს არხის ერთ-ერთი თანამოსაუბრე თავის პირველ შეტევას ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას რაიონში.

„თუ ერთი ჯგუფი ვერ ახერხებს, მაშინვე აგზავნიან მეორეს. თუ ისიც განადგურდა, აგზავნიან მესამეს“, დასძენს ის.

მეორე თანამოსაუბრე ამბობს, რომ მან მონაწილეობა მიიღო ლისიჩანსკის მახლობლად შეტევაში, რომელიც ხუთი დღე გაგრძელდა: “ტყის გავლით პირველი ნაბიჯები რთული იყო იქ დაგებული ნაღმების გამო. ათი ბიჭიდან შვიდი მაშინვე დაიღუპა”.

ბრძანების გარეშე უკან ვერ დავიხევთ, რადგან ბრძანებას თუ არ შევასრულებდით, მოგვკლავდნენ, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი, – ერთი ადამიანი დარჩა პოზიციაზე, ძალიან შეეშინდა, ეს მისი პირველი შეტევა იყო. უარი თქვა შეესრულებინა ბრძანება წინსვლის შესახებ და “ხის ქვეშ დაიმალა. ამის შესახებ შეატყობინეს ხელმძღვანელობას. წაიყვანეს ბაზიდან 50 მეტრში. თვითონ ამოათხრევინეს საფლავი, შემდეგ კი დახვრიტეს”.

მათი თქმით, ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა პირადად მოინახულა კოლონიები, სადაც ისინი სასჯელს იხდიდნენ გასული წლის აგვისტოსა და სექტემბერში და შესთავაზა ექვსთვიანი კონტრაქტის გაფორმება შეწყალების სანაცვლოდ. თუმცა, რა საფრთხის წინაშე იყვნენ, მას არაფერი უთქვამს, ამბობენ არხის თანამოსაუბრეები.

მათი თქმით, მათ იმდენად არ იცოდნენ რა ხდებოდა უკრაინაში, რომ ეგონათ, რომ უკრაინის არმიამ ქვეყანა დატოვა.

“ვფიქრობდით, რომ ვიბრძოლებდით პოლონელებთან, გერმანელებთან და სხვადასხვა დაქირავებულებთან.  არ გვეგონა, რომ იქ ვინმე უკრაინის ჯარიდან დარჩენილიყო. გვეგონა, რომ ისინი ქვეყნიდან წავიდნენ”, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

”ასე რომ, გაირკვა, რომ ისინი [ვაგნერელები] უბრალოდ გვატყუებდნენ, რათა გვებრძოლა უკრაინელებთან. არავის ეგონა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნამდვილად იბრძოლებდნენ თავიანთი ქვეყნისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის. ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ. იქ ჩავედით“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.