“დღეს იმ ჯვრით აღარ ვმონაწილეობ მსვლელობაში, რომელიც აქამდე გულით მიტარებია. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ყოველთვის ასე დარჩება. ის არა მარტო ჩემი რწმენის სიმბოლოა არამედ ჩემი მიწის, ჩემი ცის და სულკრთხეული დედის სიმბოლოა. მაგრამ თუკი მე გვერდით მიდგას სხვა რელიგიის წარმომადგენელი და მან ეს არ იცის შეიძლება ამით უხერხულობა შევუქმნა. ამიტომ გადავწყვიტე, თბილისი მრავალეროვანი ქალაქია, შეიძლება, დარწმუნებული ვარ აქ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც ბრძანდებიან, მათთვის ისეთივე ძვირფასია ქართული მიწა, როგორც ჩვენთვის. მე ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი მას უხერხულობას. ეს არის მაგალითი მათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა რომ რაღაც განსხვავებული ნიშანი ატაროს და ამით წარმოაჩინოს მისი თავი.
ძალიან გთხოვთ ყველას, ერთმანეთს ვცეთ პატივი, ვისწვალოთ ერთმანეთის შეგუება, ერთმანეთის სიყვარული და ამის შემდეგ გვექნება ისეთი ქვეყანა, როგორსაც ჩვენ ვოცნებობთ. მაშინ დაგვიბუნდებიან ჩვენი ემიგრანტებიც”
აცხადებს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მაკა სულაძე.