პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ დეფაქტო სიტუაცია უნდა აღიაროს და პარლამენტში შევიდეს.
„ამ შემთხვევაში ოპოზიციამ ჯობია არ მოაწეროს ხელი არც მართლმსაჯულების თემებზე, არც არაფერზე, უთხრას რომ არ გენდობი, ამიტომ მე შევდივარ პარლამენტში უპირობოდ, არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ვაღიარებ დეფაქტო სიტუაციას, ვითვალისწინებ ჩვენი დასავლელი მეგობრების თხოვნას, შევდივარ პარლამენტში და პარლამენტში ვაგრძელებ ბრძოლას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისთვის, მართლმსაჯულების რეფორმისთვის და ასე შემდეგ.
ის კი არა, რომ მე დღეს შენ ხელი მოგიწერო და ამით ლეგიტიმაცია მოგცე როდესაც ტოტალური უნდობლობაა, არაფერზე ხელს არ გიწერ, არაფერს არ ვიღებ შენგან, უბრალოდ ვცვლი ჩემი პროტესტის და ჩემი შეხედულებების გატარების ფორმას არა კარვებით და ქუჩით, არამედ პარლამენტში“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა “რადიო თავისუფლების” გადაცემაში “დილის საუბრები”.
მანვე აღნიშნა, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას დათანხმდება.