57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა ზიანი. ერთი თვის შემდეგ მსახიობი ფილმ “ფანტასტიკური მხეცების“ გაგრძელების გადაღებებში ჩაერთვება. გადაღებები ლონდონში გაიმართება. თუმცა, თუ მედიას დავუჯერებთ, კინოვარსკვლავს ბრიტანეთის დედაქალაქში კიდევ ერთი ინტერესი გაუჩნდა. დადის ხმები, რომ დეპი 33 წლის მსახიობს და მოდელს, სოფი ჰერმანს ხვდება, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და ლონდონის მდიდარი ოჯახების შვილების შესახებ ტელეშოუსაც აკეთებს (Made in Chelsea).
Daily Mail–ის ცნობით დეპი და ჰერმანი ერთად ნახეს ლონდონის ერთ–ერთ სასტუმროში. გერმანული პრესის ინფორმაციით კი სავარაუდო წყვილმა ერთმანეთი ამ წლის დასაწყისში გაიცნო.
“სოფიმ მისი ტელეფონის ნომერი ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერა და ჯონის გიტარის სიმებში შეაცურა… ასე დაიწყო მათი ურთიერთობა. მათ მოსწონდათ ერთმანეთთან ტელეფონით დიდხანს ლაპარაკი“ – წერს პრესა ინსაიდერზე დაყრდნობით.
ბოლო თვეებში დეპი ხშირად ჩადიოდა ინგლისში, რადგან ლონდონის უმაღლესი სასამართლო განიხილავდა მის სარჩელს ბრიტანული ტაბლოიდის, The Sun–ის წინააღმდეგ, რომელსაც მსახიობი ცილისწამებაში ადანაშაულებდა. როგორც ცნობილია, ტაბლოიდმა დეპის ყოფილი ცოლის , ემბერ ჰერდისგან მიღებული ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მათი ქორწინების დროს მას ქმარი ცემდა. თუმცა საქმის მრავალრიცხოვანმა მოწმეებმა წყვილის ხანმოკლე ოჯახურ ცხოვრებას ნათელი მოჰფინეს – სასამართლოს წარედგინა ფაქტები, რაც მეტყველებდა, რომ ქალი ქმარს ღალატობდა, აგრესიულად ექცეოდა მასაც და თავის თანაშემწეებსაც.
მოწმეთა ჩვენებები ემბერ ჰერდის სასარგებლო ნამდვილად არ აღმოჩნდა და მისი დაცვა ახლა უკვე აშშ–ს სასამართლოში საქმის გასარჩევად ემზადება, რომელსა ჯონი დეპი მიმართავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დეპს უნდა ცოლს სასამართლოში ჩვენება ვირჯინიის შტატში მიაცემინოს, რადგან უნდა სამუდამოდ და ოფიციალურად გააქარწყლოს მისი ცრუ ბრალდებები ყოფით ძალადობაზე, რომელსაც პრესა აქტიურად ავრცელებს. მსახობი ამ ბრალდებებს უარყოფს.
როგორც ემბერ ჰერდთან დაახლოებულმა პირმა მედიას ანონიმურად უთხრა, ქალის გარემოცვა ჯონი დეპის ახალი სარჩელის გამო ძალიან ნერვიულობს, რადგან ხვდებიან, რომ ის შეჩერებას არ აპირებს. “მიუხედავად იმისა, როგორი იქნება The Sun–ის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლოს შედეგი, ემბერი მეორე რაუნდისთვის ემზადება. თუ ჯონი ამ საქმეს მოიგებს, არ შეჩერდება და უფრო შორს წავა.“– ამბობს წყარო.