დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, “არსებობს რეალური შესაძლებლობა”, რომ უკრაინაში ომი 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდეს.
“პუტინს ჰყავს უზარმაზარი არმია. მას აქვს ძალიან რთული პოლიტიკური პოზიცია, რადგან მან დაუშვა კატასტროფული შეცდომა. ერთადერთი ვარიანტი, რომელიც მას ახლა ნამდვილად აქვს, არის ის, რომ განაგრძოს თავისი შემზარავი, გამანადგურებელი მიდგომის გამოყენება”,– განაცხადა ჯონსონმა და აღნიშნა, რომ პუტინი ვერ შეძლებს “უკრაინელი ხალხის მდგრადობის გატეხას”.
ბრიტანეთის პრემიერი ფიქრობს, რომ ვითარება რჩება “არაპროგნოზირებადი”, მაგრამ აქებს “უკრაინელების წარმოუდგენელ გმირობასა და მათ საბრძოლო მზადყოფნას”.