ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აშშ-ის სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე კაჰილმა აღნიშნა,რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად ეფუძნება სამართლებრივ ანალიზს და “არაა დამყარებული ემოციასა და თანაგრძნობაზე”.
დერეკ შოვინს ბრალად ედება მეორე და მესამე ხარისხის მკვლელობა, ამასთან, მკვლელობა გაუფრთხილებლობით.
“დამატებითი იურიდიული საკითხების გამო, ახლა სრულ განცხადებას ვერ გავაკეთებ. მოკლედ მინდა ვთქვა, დიდ მწუხარედ ვუცხადებ ფლოიდის ოჯახს. მომავალში სხვა ინფორმაცია იქნება, რომელიც საინტერესო იქნება და იმედი მაქვს, რომ ეს დამშვიდების საშუალებას მოგცემთ”, – თქვა შოვინმა სასჯელის გამოცხადების წინ.
აშშ-ის ფერადკანიანი მოქალაქე მინეაპოლისში გასულ წელს მოკლეს. 46 წლის ფლოიდი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას პოლიციელები აკავებდნენ.