“რა არის ეს რა ტექსტია?
რა ცნობილი ქველმოქმედი? მეტი არაფერი?
კარგი, დაუშვათ ფარული ნაცები ხართ და ისე გინდათ გამოძვრეთ, რომ არც “ბრძენი კაცი” უწოდოთ, არც “ბელადი, მამა და მასწავლებელი”, მაგრამ “ექვთიმე” მაინც რა სინდისით არ ჩაწერეთ? მინისტრის სიტყვა არაფერს ნიშნავს თქვენთვის?
იმედის პირდაპირ ეთერში ჯოხით ხართ საცემი ამ წიგნის ავტორებიც და გრიფის მიმნიჭებლებიც.
სერიოზულად კი ასეთი მლიქვნელური თავხედობა კომუნისტების დროსაც არ მინახავს”
ასე ეხმიანება პოლიტოლოგი დავით სახელმძღვანელოში ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შეყვანას.