კორონავირუსის ინფიცირებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს. მისი თქმით, ჟანგბადის ნაკლებობა აქვს და ყოველი დღე წინაზე მძიმეა.
“დიდი მადლობა ყველას. ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს, მოვიწერო, გადავიარე, მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული. ყოველი ძვალი, კუნთი ყველ წაიღო.
ყოველი ღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე. ესაა – დათო უკეთაა, დედაც, ბიჭებიც. აქ კალენდარი არ მუშაობს/ 10, 12, 14 დღეა უკვე და ჯანგბადი უბრალოდ არ არის. არვიცი საიდან მოვა”,– წერს ხიდაშელი Facebook–ზე.
ცნობისთვის, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს და მათ ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.