ჯო ბაიდენის განცხადებით, პროექტი “ჩრდილოეთის ნაკადი 2” წინ არ წავა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2″ პროექტი წინ არ წავა. მისი თქმით, ამაზე გერმანიასთან მუშაობს.

”რუსეთის ქმედებების გამო, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, რათა უზრუნველგვეყო, რომ Nord Stream 2 წინ არ წავა”,– თქვა ბაიდენმა.

მისივე თქმით, თუ რუსეთი აგრესიას გააგრძელებს, ის უფრო მკაცრ სანქციებს მიიღებს.

აშშ-მ დღეს რუსეთს სანქციები დაუწესა – დასანქცირებულია რუსული ელიტა და მათი ოჯახის წევრები, სახელმწიფო ვალი და ორი რუსული ბანკი.

დღეს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლციმ განაცხადა, რომ გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის წინსვლა ვერ გაგრძელდება. მისი თქმით, რუსეთის ბოლო ქმედებების გათვალისწინებით გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეჩერებულია.