ჯო ბაიდენის ესკორტს მანქანა დაეჯახა

17 დეკემბერს დელავერის შტატში ქალაქ ვილმინგტონში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გაჩერბეულ ესკორტს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბაიდენი, შეხვედრის შემდეგ, საარჩევნო შტაბს ტოვებდა ქალაქ ვილმინგტონში.

ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი არ დაშავებულან.

მედიის ცნობით, პრეზიდენტი პასუხობდა რეპორტიორების კითხვას, როცა “სედანის” ტიპის მანქანა შეეჯახა უსაფრთხოების სამსახურის მანქანას, რომელიც ოფისის მიმდებარედ გზაჯვარედინს კეტავდა.

ABC წერს, რომ უსაფრთხოების სამსახურის მანქანას სედანის ტიპის მანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც, გზის გაგრძელება სცადა, თუმცა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ის ალყაში მოაქციეს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურს ინციდენტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.