აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეულია ისრაელსა და ჰამასს შორის ომში „ჰუმანიტარული პაუზის“ უზრუნველსაყოფად. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ამჟამად ამ საკითხზე ახლო აღმოსავლეთში მუშაობს.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ საკითხში პროგრესზე საუბარი, ბაიდენმა, დელავერის ეკლესიაში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, უპასუხა “დიახ” და ორი ცერა თითი აწია, მაგრამ დამატებითი დეტალები არ უთქვამს.
შაბათს, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განუცხადა ჟურნალისტებს ამანში, სადაც ის აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელის არაბ მეზობლებთან, რომ ომის ჰუმანიტარული პაუზა გადაარჩენს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს და ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საშუალებას მისცემს.
თუმცა, ბლინკენმა ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგ, რაც, მისი თქმით, საშუალებას მისცემს ჰამასს გადაჯგუფდეს და გაიმეოროს 7 ოქტომბრის თავდასხმები.