აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელს 9 მაისს მოაწერს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივნი, ჯენ ფსაკი ავრცელებს.
ორშაბათს პრეზიდენტი ხელს მოაწერს ლენდ-ლიზის კანონს, რათა დაიცვას დემოკრატია უკრაინაში 2022 წლისთვის“, – აღნიშნა ფსაკიმ.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ 29 აპრილს დაამტკიცა. იქამდე კანონპროექტს 7 აპრილს აშშ-ს სენატმა დაუჭირა მხარი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ე.წ. ლენდ-ლიზის ფარგლებში აშშ-მა დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა, იარაღი და საჭირო სტრატეგიული ნედლეული გასცა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ომის მიმდინარეობაში.