ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს – ადვოკატი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.  ინფორმაციას მისი ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე ავრცელებს. ადვოკატი TV პირველთან ამბობს, ბურჭულაძეს სამედიცინო დაწესებულებაში ტვინის შერყევა დაუდასტურდა.

“ეს რომ არ არის კავშირში მართლმსაჯულებასთან, ეგ ვიცით. თვითონ რასაც ამბობს, არის, რომ უდანაშაულოა და ეს ყველაფერი არ უკავშირდება მართლმსაჯულების მიზნებს. “კატე” გადაუღეს, ტვინის შერყევა დადასტურებული აქვს” – ამბობს ხაჩიძე.