საქართველოს თავდაცვის მინისტრის ცოლს დედამთილმა 2022 წელს 30 ათასი დოლარი აჩუქა. ამის შესახებ 2023 წლის 23 მაისს შევსებულ დეკლარაციით ირკვევა.
გასულ წელს ნინო მხეიძემ დედამთილისგან უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ცოლ-ქმარმა მთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავა: მინისტრმა 2022 წელს ხელფასის სახით აიღო 68 834 ლარი, მისმა ცოლმა კი 1532 ლარი.
2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 1 დოლარის ღირებულება 2,67 ლარიდან 3,4 ლარამდე მერყეობდა. შესაბამისად გამოდის, რომ დედისგან მინისტრის ოჯახმა მინიმუმ 80 ათასი ლარი, მაქსიმუმ კი 102 ათასი ლარი მიიღო საჩუქრად.
დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლმა, ნინო მხეიძემ დედამთილისგან იმაზე მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ცოლ-ქმარმა მთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავა. კერძოდ მინისტრმა ბურჭულაძემ 2022 წელს ხელფასის სახით 68834,16 ლარი, მისმა ცოლმა კი – 1532 ლარი აიღო.
ამავე წელს, მინისტრმა ბურჭულაძემ 23 ათას დოლარზე მეტი ორ ბანკში, იპოთეკური სესხის დასაფარად შეიტანა.
ბურჭულაძის რვა შვილიდან დეკლარაციაში შეყვანილია ხუთის შესახებ მონაცემები. მათგან ერთ-ერთის სწავლის საფასური 5 000 ლარი, ბებიამ დააფინანსა.