ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება ჰააგაში ორგანიზაცია Schaderegister–ის – რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის საერთაშორისო რეესტრის დაარსების შესახებ. ამის შესახებ ჰოლანდიური გამოცემა Reformatorisch Dagblad იტყობინება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ რეესტრის შექმნა გაეროს შესაბამისი რეზოლუციით დამტკიცდა, რათა დაფიქსირდეს ომის დროს რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის ადგილმდებარეობა და მოცულობა.
“რუსეთის შეჭრამ უკრაინაში უზარმაზარი ნგრევა გამოიწვია და ზარალის ანაზღაურებაზე პრეტენზია შესაძლოა მიმდინარე წელს წარედგინოს ჰააგაში დაარსებულ ახალ ორგანიზაციას. მინისტრთა კაბინეტი დათანხმდა ამას”, – ნათქვამია მოხსენებაში.
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე გოექსტრამ აღნიშნა, რომ გაერო-მ დაამტკიცა ზარალის სრული მოცულობის დოკუმენტირება, რათა შემდგომი მოითხოვოს რეპარაციები რუსეთის ფედერაციისგან. მისი თქმით, უკრაინაში მრავალი სკოლა, საავადმყოფო, სახლი, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა განადგურდა, რამაც ასობით მილიარდის ზარალი გამოიწვია.
დიპლომატმა ასევე დასძინა, რომ უკრაინის მთავრობამ სთხოვა ჰოლანდიას შექმნას ასეთი ორგანო ქვეყნის რეპუტაციის გათვალისწინებით, რაზეც ხელისუფლება დათანხმდა.
“ყველაფერი უნდა გაკეთდეს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის. რუსეთი არის პასუხისმგებელი. არსებობს მხოლოდ ერთი ადგილი, სადაც კომპენსაცია შეიძლება გაიგზავნოს”, – განაცხადა გუკსტრამ.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ნიდერლანდების მთავრობამ დაამტკიცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჰააგაში ზარალის საერთაშორისო რეესტრის განთავსების შესახებ.
“ეს არის კომპენსაციის მექანიზმის პირველი კომპონენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს რუსეთმა ყველაფრისთვის გადაიხადოს. დამნაშავე დაისჯება და გადაიხდის ყველა დანაშაულის საფასურს”, – აღნიშნა ერმაკმა.