ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა. მათ უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოქალაქეებზე იერიშის ხელმძღვანელობა და ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები ედებათ ბრალად.
გარდა ამისა, ისინი ეჭვმიტანილები არიან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.
„არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ორივე ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ელექტროენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე“, – ნათქვამია პრესრელიზში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დარტყმები მიმართული იყო სამოქალაქო სამიზნეებზე და მშვიდობიანი მოსახლეობას ბევრად მეტი ზიანი მიადგა, ვიდრე სამხედრო ობიექტებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი ფაქტობრივი ბრალდებები სათანადოდ არის დადასტურებული მტკიცებულებებით და სხვა შესაბამისი მასალებით, რომლებიც წარმოადგინა პროკურატურამ საქმის წარმოების ამ ეტაპზე, პალატა მიიჩნევს, რომ დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნა, დაკმაყოფილებულ უნდა იქნას”, – აცხადებს ICC.