ჰაიდაის თქმით, სევეროდონეცკში დაკარგული ტერიტორიის 20% დაიბრუნეს

ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ჰაიდაი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის 20% დაიბრუნეს.

“უკვე ბევრჯერ მოვისმინე, რომ რუსულმა არმიამ სევეროდონეცკი სრულად დაიპყრო. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ, არა, არ დაუპყრია სრულად. უფრო მეტის, თუ ადრე მძიმე სიტუაცია იყო – ტერიტორიის სადღაც 70% იყო დაპყრობილი, სადღაც 20% უკვე უკან დავიბრუნეთ”, – თქვა ჰაიდაიმ.