ჰაიდაი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინული ძალები სევეროდონეცკის ცენტრიდან უკან დახია

რუსეთმა უკრაინული ძალები სევეროდონეცკის ცენტრიდან უკან დახია –  აღნიშნულ ინფორმაციას, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთის არმია ქალაქ სევეროდონეცკის 70 %-ს აკონტროლებს.

“მტერმა არტილერიის გამოყენებით, ქალაქ სევეროდონეცკში თავდასხმის ოპერაციები ჩაატარა, ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია, ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქის ცენტრიდან დახია და საომარი მოქმედებები გრძელდება,” – განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის ცნობით, დაახლოებით 500 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 40 ბავშვი, კვლავ აზოტის ქიმიურ ქარხანას აფარებს თავს, რომელიც მძიმე დაბომბვის ქვეშაა.