ჰაიტისთან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 150 კილომეტრში მოხდა.მედიების განცხადებით, ბიძგები იგრძნობოდა კუბასა და იამაიკაშიც.
მიწისძვრის შემდეგ, აშშ-ს ცუნამის განგაშის სისტემამ ცუნამის გაფრთხილება გასცა.
ჰაიტიზე 2010 წელს მომხდარი 7-ბალიან დამანგრეველი მიწისძვრის გამო 220 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა









![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)





