ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ისრაელთან შეთანხმება ახლოსაა

Smoke rises after Israeli air strikes in Gaza, as seen from southern Israel, amid the ongoing conflict between Israel and the Palestinian group Hamas, November 21, 2023. REUTERS/Alexander Ermochenko

ჰამასის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯგუფის პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ ის ისრაელთან ზავის შეთანხმების დადებასთან ახლოსაა.

“ჩვენ ახლოს ვართ ზავის შეთანხმების მიღწევასთან”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გამოჩნდა ჰამასის ტელეგრამის არხზე და ასევე მიიღო სააგენტო Reuters-მა. გარიგების დეტალები არ სახელდება.

AFP იტყობინება, მოლაპარაკებებში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით, რომ შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს ხუთდღიან ზავას, რომელიც შედგება ადგილზე ცეცხლის შეწყვეტისგან და ისრაელის საჰაერო ოპერაციების შეზღუდვისგან ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში.

სანაცვლოდ, ჰამასის და ისლამური ჯიჰადის მებრძოლების მიერ დატყვევებული 50-დან 100-მდე ადამიანს გაათავისუფლებენ. მათ შორის იქნებიან ისრაელელები, მაგრამ არა სამხედრო პერსონალი, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პატიმრები. შეთანხმების თანახმად, ისრაელის ციხეებიდან 300-მდე პალესტინელი გათავისუფლდება.

როგორც BBC-ის კორესპონდენტი იერუსალიმში ტომ ბეიტმანი აღნიშნავს, შეთანხმების შესაბამისად, მძევლების ჯგუფები ეტაპობრივად შეიძლება გათავისუფლდნენ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება შესაძლოა უახლოეს მომავალში მიღწეულიყო.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა მირჯანა სპოლჯარიჩმა ორშაბათს ყატარში ცალკე შეხვედრები გამართა ისმაილ ჰანიესთან, ასევე ყატარის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მოლაპარაკებებში შუამავლის სტატუსით მონაწილეობს ყატარი .ამ ქვეყანაში მდებარეობს ჰამასის პოლიტიკური ფრთის ოფისი, გარდა ამისა, ისმაილ ჰანიე დოჰაში ცხოვრობს.